ღვინის მარანი
ღვინის
მარანი
ხაშმის (ყარაბულახის) საფერავი
ქართული მეღვინეობის "შავი მარგალიტი“. წითელი მშრალი ღვინო, დამზადებულია სპეციალურად შერჩეული ხარაბულახის ხაშმის საფერავის ყურძნისაგან. ღვინო არის ლალისფერი, გამჭვირვალე, მაღალი ინტენსივობის , ძალზე დაბალანსებული რბილი სასიამოვნო სიმჟავის ხანგრძლივი გემოთი. ჭარბობს ხაშმის ტერიტორიისთვის დამახასიათებელი წითელი კენკროვანი ხილის არომატები. მიკროზონა - საგარეჯოს რაიონი სოფელი ხაშმი, 2018 წლის მოსავალი.
ხაშმის საფერავი
წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია სოფელ ხაშმში სელექციით მოკრეფილი უმაღლესი ხარისხის საფერავის ყურძნის ჯიშისგან. იგი ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით. გამოირჩევა წითელი კურკოვანი ხილის არომატით, ჰარმონიული გემოთი და სასიამოვნო ტანინური ბალანსით. მიკროზონა - საგარეჯოს რაიონი სოფელი ხაშმი, 2018 წლის მოსავალი.
მანავის მწვანე
თეთრი მშრალი ღვინო, დამზადებულია კახური მწვანე ჯიშის რჩეული ყურძნისაგან, ხასიათდება დახვეწილი არომატით და ჰარმონიული გემოთი. მიკროზონა - საგარეჯოს რაიონი სოფელი მანავი, 2018 წლის მოსავალი.