ხაშმის საფერავი
წითელი მშრალი ღვინო დამზადებულია სოფელ ხაშმში სელექციით მოკრეფილი უმაღლესი ხარისხის საფერავის ყურძნის ჯიშისგან. იგი ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით. გამოირჩევა წითელი კურკოვანი ხილის არომატით, ჰარმონიული გემოთი და სასიამოვნო ტანინური ბალანსით. მიკროზონა - საგარეჯოს რაიონი სოფელი ხაშმი, 2018 წლის მოსავალი.