ჩვენ
შესახებ
ბუტიკ სტილის სასტუმრო "შატო ხაშმი" მდებარეობს თბილისთან ახლოს, კერძოდ საგარეჯოს რაიონ, სოფელ ხაშმში, რომელიც ითვლება ღვინის გზის კარიბჭედ. სასტუმროს სახელწოდება მომდინარეობს ქართული გამორჩეული ყურძნის ჯიშის სახელწოდებიდან - "ხაშმის საფერავი“, რომელიც წარმოადგენს აღმოსავლეთ რეგიონის სავიზიტო ბარათს და მთლიანად საქართველოს მეღვინეობის შავ მარგალიტს.
"ხაშმის საფერავის“ წარმოშობა უკავშირდება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალი მეფის - თამარ მეფის სახელს. დავითგარეჯელმა ბერებმა, ხაშმში ვენახები, სწორედ მისი დავალებით გააშენეს.
სასტუმრო "შატო ხაშმში“ თქვენ დაგხვდებათ მყუდრო და სასიამოვნო გარემო კომფორტული დასვენებისთვის. "შატო ხაშმის" რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული და ევროპული კერძები. ასევე შეძლებთ სასტუმროში არსებულ საოჯახო მარანში დააგემოვნოთ ადგილობრივი წარმოების, ტრადიციული წესით დამზადებული ჩვენი ღვინის ასორტიმენტი.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, დახვეწილი ინტერიერი, გემრიელი საუზმე, სიმყუდროვე და სიმშვიდე, თუ გსურთ თქვენი სურვილები წინასწარ იყოს გათვალისწინებული და დაუყოვნებლივ შესრულებული, მაშინ შატო ხაშმი ზუსტად ის ადგილია სადაც ყველაფერია სულიერი კომფორტისათვის.